ახალი ამბები
საია - თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებული საწარმოები არამომგებიანია
FaceBook

თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებული საწარმოები არამომგებიანია. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასცოციაციამ" ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებულ შპს-ებზე ჩატარებული კვლევის შედეგები ქუთაისში წარადგინა.

"სახელმწიფო საწარმოების საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა, მართვის რომელი მოდელები და სტრატეგიები ამცირებს კორუფციას" - ასე ქვია "საის" ანგარიშს, სადაც თვითმმართველი ერთეულების მიერ შექმნილ საწარმობზე არის საუბარი.

"საიას" ქუთაისის ფილიალში ანგარიშის წარდგენაზე ადვოკატმა, სულხან სალაძემ განმარტა, რომ მსგავს  საწარმოებთან მიმართებაში პრობლემები იკვეთება.

"პრობლემები თითქმის ყველა ქალაქში იდენტურია, მათ შორის ქუთაისშიც. არის დაბალი ანგარიშვალდებულების დონე. ისინი ხშირად წამგებიანია და შპს- ები ისეთ სფეროებში ოპერირებენ, სადაც კერძო სექტორს თავისუფლად შეუძლია მუშაობა" - განაცხადა სულხან სალაძემ.

ანგარიშის წარდგენას ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის თქმით,  მათ დაქვემდებარებაში არსებული შპს ორგანიზაციებიი უმრავლესობა  მომგებიანია.

კლიადშვილმა ერთ-ერთ მაგალითად გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილი შპს "პარკინგსერვისი"დაასახელა.

"პარკირების სისტემით, რომელიც გასულ წლებშიც ფუნქციონირებდა,  ქალაქის ბიუჯეტში წლიურად შემოდიოდა მაქსიმუმ 56 000 ლარი, ხოლო,  მას შემდეგ,  რაც დავაფუძნეთ "პარკინგსერვისი" და მიმდინარე წლის თებერვლიდან  პარკირება ფასიანი გახდა,  უკვე შემოსულია 450 000 ლარი" - განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

"საიამ"   2013- 2016 წლების განმავლობაში  კვლევა   საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში არსებულ ასამდე საწარმოში ჩაატარა.











Print