ახალი ამბები
საჩხერეში სამუსიკო-სამხატვრო სკოლა შენდება
FaceBook
საჩხერეში სამუსიკო-სამხატვრო სკოლის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო

უკვე მოხდა არსებული შენობის დემონტაჟი, რომლის ბაზაზეც ახალი სკოლა უნდა აშენდეს.

სამუშაოებს სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება "იმერეთი" ახორციელებს.
პროექტისთვის 588 497 ლარი დაიხარჯება. სკოლის მშენებლობა "რეგიონული განვითარების ფონდიდან" დაფინანსდება, საჭირო თანხის ნაწილი კი საჩხერის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის გამგებელის მალხაზ ბაზაძის თქმით, ადგილზე 40-მდე ადამიანია დასაქმებული.

სამუსიკო-სამხატვრო სკოლის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

Print