ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულო ISO მგრძნობელობის ფოტოაპარატს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს აპარატი 2 500 ლარიან ფოტოკამერას ყიდულობს. აღნიშნულ თანხაზე გამარტივებული  ტენდერი 18 ივლისს დასრულდა. 

"მისაწოდებელ საქონელს უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ISO სერტიფიკატი, უნდა
იყოს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წარმოების და ხარისხობრივად უნაკლო" - ასეთია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნა, სადაც ასევე ჩამოთვლილია ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც ფოტოაპარატს უნდა გააჩნდეს:

ქუთაისის საკრებულოს აპარატში განმარტავენ, ფოტოაპარატი რომელიც ამ ეპატზე საკრებულოს აქვს მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც აუცილებლი გახდა ახალი ფოტოაპარატის შეძენა.

ფოკუსური მანძილი არანაკლებ: 18-135 მმ; ხედმძებნის გაფართოების არეალი არანაკლებ: 95%

მონიტორი არანაკლებ: 7.7 სმ (3 ინჩი) 1,040,000 პიქსელი, ხედვის კუთხე არანაკლებ: 170°; თავსებადი მეხსიერების ბარათები: SD / SDHC / SDXC; ფოტორეზოლუცია არანაკლებ: 5184 x 3456 (18 მპ);

რეზოლუცია ვიდეო: Full HD: არანაკლებ 1920x1080 / 60 კ/წ; ISO მგრძნობელობა არანაკლებ: 100-12800, Auto ISO 100-6400, H 25600
Print