ახალი ამბები
კობა ნარჩემაშვილი - პარლამენტის გადატანის საკითხს ალბათ წინააღმდეგ მივცემ ხმას
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი, კობა ნარჩემაშვილი ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა-არგადატანის საკითხს ეხმაურება.

შეკითხვაზე:  თუკი კენჭისყრაზე დადგება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი, რა იქნება მისი არჩევანი? ნარჩემაშვილის თქმით, ის ალბათ  ხმას გადატანის საწინაარმდეგოდ მისცემს.

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს.

"რა თქმა უნდა, მოგების იმედის გარეშე არ მივიღებდი ამ მარათონში მონაწილეობას. ჩვენ 2013 წლის შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტია "ქართულ ოცნებასთან". ამ ბოლო პერიოდში პარტიასთან იყო კონსულტაციები", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა, რომელიც სს-ს ყოფილი მინისტრი გახლდათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრა, ქუთაისში იმერეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.




Print