ახალი ამბები
მრავალშვილიანი მამა პრემიერთან არ მიუშვეს
FaceBook
ქუთაისში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის პროცესი მცირე ხნით ინცინდენტმა გადაფარა.

მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრად მთავრობის წევრებთან მიახლოებას ცდილობდა.
გვეტაძე სცენას გაარიდეს, თუმცა მოქალაქე ხმამაღალი ყვირილით პრემიერის ყურადღებას ითხოვდა.

დავით გვეტაძე სოციალურად დაუცველია და მას არაერთხელ მიუმართავს ქუთაისის მერიისთვის სოციალური დახმარების თხოვნით.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ქუთაისში "ქართული ოცნების" იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. 


Print