ახალი ამბები
იტალიური მედია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესაძლო მიზეზებზე წერს
FaceBook
იტალიაში, კერძოდ ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის თამუნა ტრაპაიძე ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.

ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, თამუნა ტრაპაიძე ერთ-ერთ მოხუცთან მომვლელად მუშაობდა. ინტოქსიკაციის მიზეზად სახლში კედლების შეღებვა სახელდება.
როგორც იტალიური მედია წერს, მოხუცის მომვლელმა უამინდობის გამო შეღებილი ოთახები ვერ გაანიავა, რის გამოც მოიწამლა. ექიმთან წასვლა ვერ შეძლო იმის გამო, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა. ამიტომაც სახლის პირობებში გადაწყვიტა, რძე დაელია. წინასწარი ვერსიით, გოგონას მდგომარეობის გაუარესება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რაც ფატალურად დასრულა.
გოგონა გარდაცვლილი თავად მოხუცმა იპოვა. გამოძიება დაწყებულია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. 

interpressnews.ge
Print