ახალი ამბები
პრემიერმა იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
FaceBook
„ქართული ოცნების“ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია.

პრემიერმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში კანდიდატებას წარადგინა შსს-ს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრია, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი დიმიტრი მხეიძე  და ქუთაისის 41-ე სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი.

პრემიერმა ბალახვანში გმართულ სიის პრეზენტაციაზე ასევე დაასახელა იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები.

წყალტუბო -ცოტნე ზურაბიანი;

ჭიათურა - სულხან მახათაძე (ჭიათურის გამგებელი)

სამტრედია - გიორგი მიქელაძე;

ზესტაფონი - შალვა კიკნაველიძე (პარლამენტარი)

საჩხერე - პაატა კვიჟინაძე (პარლამენტის წევრი)

ხარაბაგული და ბაღდათი -კობა ლურსმანაშვილი (ხარაგაულის გამგებელი)

ვანი და ხონი - გიორგი ლილუაშვილი (თბილისის მერის მოადგილე)

თერჯოლა და ტყიბული - ელგუჯა გოცირიძე
Print