ახალი ამბები
„ოცნების“ მხარდამჭერები იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ქუთაისში იკრიბებიან
FaceBook
ქუთაისში ბალახვნის ასსაფეხურიან კიბეებთან, სადაც მმართველმა გუნდმა იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა წარადგინოს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იკრიბებიან.

ისინი იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოდიან.



წყალტუბოში მცხოვრები ხათუნა ჭიღვარიას თქმით, მათ ჩამოსვლას ორგანიზება კოორდინატორებმა გაუწიეს, თუმცა არ აკონკრეტებს ვინ არიან ეს კოორდინატორები.

ჭიათურაში მცხოვრები ნინო გაფრინდაშვილის თქმით კი ქუთაისში საკუთარი ნებით ჩამოვიდნენ.

„ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის წარდგენაზე და მის მხარდასაჭერად ქუთაიში კი არა შორსაც წავალ. როგორც ვიცით მახათაძეს წარადგენენ. ჩვენივე ნებით ჩაოვედით“, - ამბობს ჭიათურაში მცხოვრები ნინო გაფრინადაშვილი.

მაჟორიტარობის კანდიდტების წარდგენამდე აასაფეხურიან კიბეებთან დამონტაჟებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით კონცერტი მიმდინარეობს. 

იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ქუთაისიში "ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებად კობა ნარჩემაშვილს, დიმიტრი მხეიძეს და გენადი მარგველაშვილს წარადგენს.

კობა ნარჩემაშვილი შსს-ს ყოფილი მინისტრი გახლავთ, “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრია. დიმიტრი მხეიძე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია, ხოლო მარგველაშვილი 41-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

იმერეთის რეგიონში კი მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება:

წყალტუბო -ცოტნე ზურაბიანი;

ჭიათურა - სულხან მახათაძე;

სამტრედია - გიორგი მიქელაძე;

ზესტაფონი - შალვა კიკნაველიძე;

საჩხერე - პაატა კვიჟინაძე;

ხარაბაგული და ბაღდათი -კობა ლურსმანაშვილი;

ვანი და ხონი - გიორგი ლილუაშვილი;

თერჯოლა და ტყიბული - ელგუჯა გოცირიძე;

მმართველის გუნდის იმერეთის რეგიონის მაჟორიტარების კანდიდატებს დღეს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში წარადგენს. სიის პრეზენტაცია ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბეებთან 20 საათზე გაიმართება.

დილიდან გადაკეტილია ასსაფეხურიანი კიბეებთან მისასვლელი გზა, ასევე ტერიტორიას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

"ბალახვანში" ასსაფეხურიან კიბეების მიმდებარე ტერიტორია ორი დღის წინ, ქუთაისის მერიის დაქვედებარებაში არსებულმა ააიპ " სპეციალური სერვისების" წარმოამდგენლებმა დაასუფთავეს.


Print