ახალი ამბები
ნარჩემაშვილი, მარგველაშვილი, მხეიძე - „ოცნების“ მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები ქუთაისში
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის სამივე კანდიდატის ვინაობას ასახელებს.

გუბერნატორის ინფორმაციით, ქუთაისიში კანდიდატებად კობა ნარჩემაშვილს, დიმიტრი მხეიძეს და გენადი მარგველაშვილს წარადგენენ.

კობა ნარჩემაშვილი შსს-ს ყოფილი მინისტრი გახლავთ, “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრია. დიმიტრი მხეიძე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია, ხოლო მარგველაშვილი 41-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

იმერეთის რეგიონში კი მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება:

წყალტუბო -ცოტნე ზურაბიანი;

ჭიათურა - სულხან მახათაძე;

სამტრედია - გიორგი მიქელაძე;

ზესტაფონი - შალვა კიკნაველიძე;

საჩხერე - პაატა კვიჟინაძე;

ხარაბაგული და ბაღდათი -კობა ლურსმანაშვილი;

ვანი და ხონი - გიორგი ლილუაშვილი;

თერჯოლა და ტყიბული - ელგუჯა გოცირიძე;

მმართველის გუნდის იმერეთის რეგიონის მაჟორიტარების კანდიდატებს დღეს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში წარადგენს. სიის პრეზენტაცია ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბეებთან 20 საათზე გაიმართება.

დილიდან გადაკეტილია ასსაფეხურიანი კიბეებთან მისასვლელი გზა, ასევე ტერიტორიას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

"ბალახვანში" ასსაფეხურიან კიბეების მიმდებარე ტერიტორია ორი დღის წინ, ქუთაისის მერიის დაქვედებარებაში არსებულმა ააიპ " სპეციალური სერვისების" წარმოამდგენლებმა დაასუფთავეს.

Print