ახალი ამბები
სამოქალაქო სექტორი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს მრგვალ მაგიდასთან იწვევს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მრგვალ მაგიდასთან იწვევენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები,  ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობის საკითხის  განსახილველად  საჯარო შეხვედრას სთავაზობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა დეპუტატებს მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვევა მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ქუთაისის საკრებულოს აპარატისგან რიგგარეშე სხდომის გამართვის თხოვნაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებებისა და განათლებისათვის" წარმომადგენლის, ქეთი ბერძენიშვილის განმარტებით,  ამ თემაზე საკრებულოს დეპუტატების პოზიციის  მოსასმენად ყველა ფორმატს გამოიყენებენ.

"არსებობს სხვადასხვა გზა, სხვადასხვა შესაძლებლობა, რითაც შეიძლება რომ ჩვენ მივიდეთ საკრებულოს წევრებამდე. იმედია აქ მაინც მობრძანდებიან და 25-ივე დეპუტატს არ ექნება ერთი მოსაზრება . ისინი ინდივიდები არიან და თვითონ გადაწყვეტენ", - განმარტავს ქეთი ბერძენიშვილი.

მრგვალი მაგიდის მოწყობის დროსა და ადგილს არასამთავრობო სექტორი დეპუტატებთან შეათანხმებს.



ამავე თემაზე:

"თავხედობა" - არასამთავრობო სექტორის შეფასება ქუთაისის საკრებულოდან მიღებულ წერილზე

ქუთაისში კაფე-ბარ "არგოს" სადავო მშენებლობა - დისკუსია (ვიდეო)

გია თევდორაძე - "ნაციონალების" შეცდომით "არგოს" მშენებლობის გამართლება უშედეგოა

ეს ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში
Print