ახალი ამბები
ქუთაისში გაბაშვილის ქუჩის მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
FaceBook
ადგილობრივები ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ

ქუთაისში, ეკატერინე გაბაშვილის ქუჩაზე, 40 წელია გზა არ შეკეთებულა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ქუჩაზე გავლა შეუძლებელია. გაბაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ქალაქის ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

"იმდენად რთული ვითარებაა, ავტომობილებიც ვერ მოძრაობენ. წვიმიან ამინდში კი ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელი ხდება. მიმდებარე ქუჩებზე ყველგან არის გაკეთებული ბეტონის გზა და სანიაღვრე სისტემა. სულ 400 მეტრია გასაკეთებელი და არ მგონია დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული,"- ამბობს გაბაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ჯიუ გოგელიძე.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ამ დრომდე სხვა ქუჩების მოწესრიგება ხდებოდა. გაბაშვილის ქუჩის რებილიტაცია კი ახალ პროექტში ჩაისმება და მომავალი წლიდან განხორციელდება.

გაბაშვილის ქუჩაზე გზა ადგილობრივებმა 40 წლის წინ საკუთარი სახსრებით შეაკეთეს.

რეზი ბურჯანაძე
Print