ახალი ამბები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა ამომრჩევლებს
FaceBook
საქართველოს საარჩევნო კოდექსში 13 ივლისს  ცვლილება შევიდა, რომელიც   არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის წესს არეგულირებს.

კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ამომრჩევლები პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

საუბარია, იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან იქნენ მოხსნილები. ასევე ის ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა და მათ, ვინც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე.

ცეესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლსის ჩათვლით გაიარონ რეგისტრაცია.

"აღსანიშნავია, რომ ისინი ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან; აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეები უშუალოდ სააგენტოში მიიღებენ," - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს.


Print