ახალი ამბები
"ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატების წარსადგენად სცენას ამონტაჟებს
FaceBook
"ბალახვანში" გადაკეტილია ასსაფეხურიან კიბეებთან მისასვლელი გზა, ტერიტორიას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ქუთაისში, "ბალახვანის" ასსაფეხურიან კიბეებთან, სადაც "ქართული ოცნება" დღეს იმერეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებს წარადგენს, სცენას ამონტაჟებენ.

ქუჩაზე გადაკეტილია ასსაფეხურიანი კიბეებთან მისასვლელი გზა, ასევე ტერიტორიას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

"ბალახვანში" ასსაფეხურიან კიბეების მიმდებარე ტერიტორია ორი დღის წინ, ქუთაისის მერიის დაქვედებარებაში არსებულმა ააიპ " სპეციალური სერვისების" წარმოამდგენლებმა დაასუფთავეს.

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" იმერეთის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს დღეს, 20 :00 საათზე წარადგენს.

Print