ახალი ამბები
ქუთაისის მერია ჩანჩიბაძის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია ჩანჩიბაძის ქუჩის გზის კეთილმოწყობას გეგმავს. ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობა 26 639 ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერს აცხადებს, სადაც წინადადების მიღება 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტომდე გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ჩანჩიბაძის ქუჩის მე-2 ჩიხის გზის ბეტონის საფარით მოწყობა, ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.

ქუთაისის მერია მიმდინარე წელს, ჩანჩიბაძის ქუჩის გარდა, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩების რეაბილიტაციასაც გეგმავს. რომლისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 7 854 434 ლარი დაიხარჯება.

Print