ახალი ამბები
ადგილი, სადაც "ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა წარადგინოს სუფთავდება
FaceBook
ქუთაისში, იმ ადგილს აწესრიგებენ, სადაც "ქართული ოცნება" 18 ივლისს  იმერთის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. საუბარია, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბეების მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილს ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებული  ააიპ " სპეციალური სერვისების" წარმომადგენლები  თიბავენ. 

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ტერიტორიის დასუფთავება საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება.

"ჩვენ პერიოდულად ვახორცილებთ როგორც ბალახვნის ასევე, ქალაქის მასშტაბით იმ ტერიტორიის დასუფავებას, რომლის მოწესრიგება ჩვენ გვეხება, ამიტომაც ამ შემთხვევაშიც ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის",, – განმარტავენ ააიპ "სპეციალურ სერვისებში".

კოალიცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" 18 ივლისს იმერეთის მასშტაბით მაჟორიტარ დეპუტატებს წარადგენს.





Print