ახალი ამბები
100–ზე მეტი ქართველი "ათათურქის" აეროპორტში გამოფრენას ელოდება
FaceBook
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები თურქეთის რესპუბლიკაში შეჩერებულია.

უწყების ინფორმაციით, საკონსულო ყველა მოქალაქესთან არის ხაზზე და აკვალიანებს მათ, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებული პროცედურები.

"100–ზე მეტი საქართელოს მოქალაქე სტამბულის აეროპორტში ამ დროისათვის ფრენების აღდგენას ელოდება"–ამბობენ პრესსამსახურში.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპციალური რეისი დანიშნა ავიაკომპანია "გლობამ ატლასმა" და "ათათურქის" აეროპორტიდან ის რეისს 16:20-ზე შეასრულებს.




Print