ახალი ამბები
ბაში–დაფნარის ავტომაგისტრალი გაიხსნა
FaceBook
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კმ -იანი ბაში–დაფნარის მონაკვეთი გახსნილია.  

ბაში–დაფნარის  ავტომაგისტრალი ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის 9 კილომეტრიან და სამტრედია–გრიგოლეთის 2 კილომეტრიან მონაკვეთებს მოიცავს. პროექტი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.
გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება. მაგისტრალის ოვლითი–სამტრედიის გზის 9 კილომეტრიან მონაკვეთზე 2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა დაიგო, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი.


ავტომაგისტრალი  ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პირველმა  პირებმა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ გახსნეს.

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის" მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას გაზრდის, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

გზაზე სიმბოლურად პირველები ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები გავიდნენ, რომლებსაც მოსახლეობამდე სახელმწიფოს სერვისი მიაქვს.
Print