ახალი ამბები
ბაღდათის გამგებლის საქმეზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაიკითხნენ
FaceBook
ბაღდათის გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაიკითხნენ. 13 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალმდებლის მხარის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ სამ მოწმის დაკითხვა მოხდა.

გეგშიძის ადვოკატის, კახაბერ წრეთლის განმარტებით, მოწმეების ჩვენება არ ადასტურებს გეგეშიძის ბრალეულობას.

"ჩვენთვის დადებითად შევაფასებ მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ჩვენებას. პროკურატურას რომ კითხოთ, ალბათ მისთვის სასარგებლო ჩვენებად ჩათვლის. ჯერ კიდევ 20-მდე მოწმე არის დასაკითხი. მთავარია როგორ შეჯერდება ეს ჩვენებები", - ამბობს ადვოკატი.

ბაღდათის გამგებლის საქმის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილიდან პატიმრობაში იმყოფება.

დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის  სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.


ამავე თემაზე:

ბაღდათი-საკრაულას გზა ციხისკენ (ვიდეო)

ბაღდათში ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა

ბაღდათის გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს

ბაღდათის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე აღიდგინა


Print