ახალი ამბები
ეროვნული ერთობის პარლამენტის შესაქმნელად შესაძლოა ახალი პარტია ჩამოყალიბდეს
FaceBook
ორგანიზაცია "ქართული ერთობის დარბაზი" ეროვნული ერთობის პარლამენტის შექმნას გეგმავს.  

საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა აღნიშნულზე დღეს ქუთაისში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. 

"ჩვენ არ გვაქვს პარტიული ინტერესი, მაგრამ გვსურს პარლამენტში იყოს ის ადამიანი, ვის სიტყვასაც წონა აქვს. შეიქმნას ეროვნული ერთობის პარლამენტი. აღარ გვინდა გასული წლების შეცდომები განმეორდეს და პარლამენტში ადამიანები პარტიული ნიშნით მოხვდენენ. საკითხი მწვავეა -  ვინ უნდა ავირჩიოთ, ის, ვისაც პარლამეტში შესვლა უნდა, თუ ის, ვინც ქვეყანას სჭირდება?  - განაცხადა ქართული ერთობის დარბაზის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, რამაზ ლომინაძემ.

მისი თქმით, უკვე წარუდგინეს საკუთარი გეგმა პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას, თუმცა მათგან ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

"მივმართეთ, რომ შევიმუშავოთ ერთიანი გეგმა, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს მომდევნო მოწვევის პარლამენტში, ერთად ავარჩიოთ ის ადამიანები, ვინც სჭირდება ქვეყანას და ხალხს. თუმცა, მათგან უკვე ერთი თვეა პასუხი არ მიგვიღია "- განაცხადა რამაზ ლომინაძემ.

"ქართული ერთობის დარბაზის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, თუ პარტიებისგან არ იქნება შესაბამისი რეაგირება, ორგანიაზაცია ახალ პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს, რომელიც შეეცდება შექმნას ეროვნული ერთობის პარლამენტი.


Print