ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გარემოვაჭრე დაჯარიმებას გადაარჩინა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ფალიაშვილის ქუჩის მარცხენა ზოლს გარევაჭრობისგან ათავისუფლებენ.

მათი თქმით, სავაჭრო დახლები გაჩერებასთან არის მოწყობილი, რაც მგზავრებს გადაადგილებას უზღუდავს.

გარემოვაჭრეთა უმრავლესობა მოთხოვნას დაემორჩილა და ალტერნატიული ადგილი გზის მეორე მხარეს დაიკავა, ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ კი დახლის გადატანაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

მომხდარის გამო, ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა მურად იობიძემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. იობიძე ოქმის შედგენას გეგმავდა, რის საფუძველზეც მოქალაქე 500 ლარით დაჯარიმდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიცია ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებმა გამოიძახეს და მათივე თქით, ეს შესაბამის სამსახურსაც განუმარტეს, საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე 30 წუთის დაგვიანებით მივიდა.

საპატრულო ეკიპაჟის პარალელურად, ადგილზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გურამ ტოროშელიძე მივიდა, რომელსაც გარემოვაჭრე რამდენიმე წუთით ადრე ტელეფონით დაუკავშირდა.

ტოროშელიძემ, ისვე, როგორც საპატრულო ეკიპაჟმა, ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებთან მცირეხნიანი დიალოგის შემდეგ, ტერიტორია მალევე დატოვეს. გარემოვაჭრე კი აღარ დააჯარიმეს.

"გადააქვს უკვე დახლები და გადადის სხვა ადგილზე. ამიტომ, ოქმს აღარ დავწერ და აღარც დაჯარიმდება",- განაცხადა მურად იობიძემ დეპუტატთან საუბრის შემდეგ.

Print