ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი ჰყავს
FaceBook
ქუთაისში ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოვალოებას, გოგი ონიანი ასრულებს, რომელიც ამ დრომდე მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე იყო.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ონიანი ბაღის დირექტორის მოვალეობას მანამ შეასრულებს, ვიდრე ქალაქის მერი ამ თანამდებობაზე დირექტორს წარადგენს. კონკრეტულად როდის ან ვის დანიშნავს ქალაქის პირველი პირი ბოტანიკური ბაღის დირექტორს უცნობია.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს 2013 წლიდან ამდრომდე ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენელი, ამირან ხვადაგიანი ხელმძღვანელობდა. თუმცა, მან დაკავებული პოსტი საკუთარი ნებით , პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სანაცვლოდ დატოვა.




Print