ახალი ამბები
ქუთაისის შესახებ ტურისტული ვებ-გვერდი შეიქმნა
FaceBook
გვერდი ქართულის გარდა, ინგლისურ და რუსულ ენებზეა თარგმინილი

ქუთაისით დაინტერესებულ ვიზიტორებს, ამიერიდან ქალაქის ტურისტულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება, სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით შეეძლებთ. ტურისტებისთვის ეს სერვისი ხელმისაწვდომი ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურმა გახადა.

"kutaisi.travel.ge"-ზე ქალაქში ყველა მნიშვნელოვან ობიექტზეა ინფორმაცია განთავსებული. მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველ ადგილებზე
გაკეთდა.

ვებ-გვერდის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის მერიაში გაიმართა.

"აქ განთავსებულია ინფორმაცია, ქალაქის ტურისტული ატრაქციების, კვების, ტრანსპორტირებისა და დაბინავების შესახებ",-განაცხადა მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.

გვერდი ქართულის გარდა, რუსულ და ინგლისურ ენებზეა თარგმნილი, რაც უფრო მეტ ტურისტს აძლევს ქალაქზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

Print