ახალი ამბები
ვაი შენდა, დედაკაცო - წარწერა ყინწვისის მონასტრის შესასვლელთან (ფოტო)
FaceBook

ყინწვისის მონასტერთან მისულ ვიზიტორებს ტაძრის შესასვლელთან წარწერა ხვდებათ, რომელიც სხვადასხვა აკრძალვაზე მიუთითებს.


წარმოდგენილი ფოტო მკითხველმა დღეს მოგვაწოდა, სადაც არსებულ წარწერაზე მთავარი აქცენტი ქალის ჩაცმულობაზე კეთდება და მას ვრცელი ტექსტი ეძღვნება. ფოტო მიმდინარე წლის 25 ივნისაა გადაღებული.



მკითხველის ინფორმაციით, გარდა წარწერებისა ტაძრის შესასვლელთან სასულიერო პირი ზის, რომელიც საგანგებოდ აკონტროლებს ტაძარში შემსვლელთა ჩაცმულობას.



ყინწვისის მონასტერი XIII საუკუნის ტაძარს წარმოადგენს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლია საქართველოში. აღსანიშნავია ფრესკების მხატვრობა, რომელიც გამორჩეულია თავისი ჰარმონიულობით და ფერთა სიმსუბუქით.

Print