ახალი ამბები
ინოვაციური ბიზნეს იდეები 100 000 ლარამდე დაფინანსდება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დამწყები საწარმოების ხელშეწყობის (სტარტაპ)" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ და "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" მიერ ხორციელდება და მისი მიზანია ბიზნესი დაუფინანსოს მას, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა და არ აქვს ფინანსური სახსრები.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის თქმით, „სტარტაპ საქართველო“ საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან 11 მილიონი ლარით დაფინანსდება.

“პროექტში მონაწილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება იდეა. ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვის ზრდას და განვითარებას“ – განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძვანელმა, დავით საგანელიძემ.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, მომავალში სტარტაპების დაფინანსების მიზნით, შესაძლოა, ბიუჯეთი 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

„სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში თითოეული პროექტი 15 000–დან 100 000 ლარამდე თანხით დაფინანსდება. ხოლო პროგრამის ბენეფიციარების თანამონაწილეობა ჯამური ღირებულების ათი პროცენტი იქნება.

განაცხადის შევსება მსურველებს ვებ–გვერდზე www.startup.gov.ge შეუძლიათ. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდდება. 

Print