ახალი ამბები
ვანმა სტიქიის შედეგად 5 მილიონამდე ლარის ზარალი მიიღო
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი დათვლილია.

გამგეობის ინფორმაციით, ქალაქსა და სოფლებში 4 985 092 ლარის ღირებულების ინფრსატრუქტურა დაზიანდა.

ადგილზე რამდენიმე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე ძველ კალაპოტს დაუბრუნდა მდინარე სულორი და აღდგა საავტომობილო მოძრაობა ვანი-სულორის გზაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.

ვანში, სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

სტიქიის ზონა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.



Print