ახალი ამბები
სამტრედიას სტიქიამ 230 000 ლარის ზარალი მიაყენა
FaceBook

უხვი ნალექის შედეგად სამტრედიაში რამდენიმე სოფელი დაზარალდა.


"წყალი შევარდა რამდენიმე ოჯახში, ასევე მოსახლეობას გაუნადგურდა საზამთროს ბაღები. მოვარდნილმა წყალმა წაიღო რამენიმე სოფლის გზა. სამტრედიის რაიონში ინფრასტრუქტურას დაახლოებით 150 000 ლარამდე, ხოლო სოფლის მეურნეობას 80 000 ლარამდე ზარალი მიადგა" - განაცხადა სამტრედიის გამგებელმა, ვარლამ ფოცხვერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

სამტრედიაში, გასულ კვირას გომის თემში, ძლიერი წვიმის შედეგად, მთის ქანი ჩამოიშალა.

ჩამოშლილი მასა ადგილობრივი მოსახლეების ეზოებში შევიდა.

მუნიციპალიტეტის გამგებელის ინფორმაციით ამ დროისთვის რაოინში გზების გაწმენდითი სამუშაობი მიმდინარებს.

 

Print