ახალი ამბები
ბაღდათის გამგებლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
FaceBook
ბაღდათის გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის საქმის არსებითი განხილვა,  თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 13:00 საათზე გაიმართება.

პროცესზე მოწმეების სახით ბაღდათის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაიკითხებიან.

"დასაკითხთა სიაში , რომელიც პროკურატურას აქვს,  ძირითადად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელბი არიან, თუმცა, ჯერ  ბრალდების მხარე დაკითხავს მოწმეებს", - ამბობს ირაკლი გეგეშიძის ადვოკატი, კახაბერ წერეთელი.

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები დაცვის მხარესაც აქვს, რომელსაც ბრალდებლის მხარის მოსმენის შემდეგ წარადგენენ.

ბაღდათის გამგებლის საქმის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში  13 ივლისს არის ჩანიშნული. ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილიდან ა პატიმრობაში იმყოფება.

დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვაში და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავება.


ამავე თემაზე:

ბაღდათი-საკრაულას გზა ციხისკენ (ვიდეო)

ბაღდათში ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა

ბაღდათის გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს

ბაღდათის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე აღიდგინა


Print