ახალი ამბები
"Check in Georgia"-ს ფარგლებში ქუთაისში კონცერტი გაიმართება
FaceBook
პროექტ "Check in Georgia"–ს ფარგლებში ქუთაისში 10 სექტემბერს კონცერტი გაიმართება.

ქუთაისელი მსმენელებისთვის ქართველი შემსრულებლები იმღერებენ.

კუტურის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მომღერალთა სია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

"ამ დროისათვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თანამედროვე ჯგუფები და პოპულარული შემსრულებლები იმღერებენ, როგორებიცაა მეგი გოგიტიძე, ნინო ძოწენიძე, ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა და ა.შ."– ამბობს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანუკი კანკია.

კონცერტზე დასწრება თავისუფალი იქნება. თუმცა მისი ჩატარების დრო და ადგილი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

პროექტი "Check in Georgia" საქართელოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მას ორგანიზებას კულტურის განვითარების ფონდი უწევს.

Print