ახალი ამბები
ბაღდათს სტიქიამ 800 400 ლარის ზარალი მიაყენა
FaceBook

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალთაშუაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგებით, პირველადმა ზარალმა 800 400 ლარი შეადგინა.

"განსაკუთრებული ზარალი მიადგა სოფლებს: როხი, წყალთაშუა, პირველი ოფჩა, მეორე ოფჩა. თუმცა ყველაზე მეტად წითელხევი დაზარალდა," - აცხადებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ზუსტი რაოდენობა ხუთშაბათს იქნება ცნობილი.

"მთავრობის სხდომაზე დასახელდება და იქვე გახდება ცნობილი თუ რა სამუშაობი ჩატარდება ზარალის ასანაზღაურებლად," - ამბობენ ბაღდათის გამგეობაში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები მიმდინარე წლის 4-5 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა.


 

Print