ახალი ამბები
პროფესიულ გამოცდებზე პედაგოგთა 25% არ გამოცხადდა
FaceBook

მასწავლებელთა საგნის გამოცდები 13 ივლისს დასრულდება.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე სულ 22 ათას 500 პედაგოგი დარეგისტრირდა, თუმცა მათგან 25 % -მა პროფესიულ გამოცდბზე მონაწილეობა არ მიიღო.

გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პედაგოგების ნაწილმა გამოცდების ელექტრონულ ფორმატს ალღო ვერ აუღო, "შეფასებისა და გაომოცდების ეროვნულ ცენტრში" არ ადასტურებენ.

"სკოლის პედაგოგები თავიანთ საგნებში აბარებენ გამოცდებს. არანაირ სერიოზულ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია,"– ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივანე მინდაძე.

მასწავლებელთა საგნის გამოცდები მიმდინარე წლის 8 ივლისს დაიწყო და 13 ივლისს დასრულდება.

პედაგოგთა პროფესიულ გამცდებზე ქუთაისის მასშტაბით სულ 3500-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული.
Print