ახალი ამბები
იმერეთში სასწრაფო დახმარების მედპერსონალის გადამზადება იგეგმება
FaceBook

"სასწრაფო დახმარების ყველა ექიმი, ექთანი და მძღოლი გადამზადდება"


საქართველოს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, იმერეთის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გადაამზადებს.

"სასწრაფო დახმარების ყველა ექიმი, ექთანი და მძღოლი გადამზადდება. მედპერსონალს ტრენინგები ეტაპობრივად ჩაუტარდებათ, იმის გამო, რომ საქმიანობაში არ შეეშალოთ ხელი,"- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციითვე ტრენინგები, იმერეთის გარდა საქართველოში არსებულ ყველა სამედიცინო დახმარების ცენტრის მედპერსონალს ჩაუტარდება.

პროექტი ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 1700 მედპერსონალი გადამზადდება.

 

Print