ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიხსნა
FaceBook
იმერეთში სტუდენტები კოოპერატივების მუშაობას შეისწავლიან

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტეში "საზაფხულო სკოლა 2016 " გაიხსნა.

პროექტი სახელწოდებით - "აგრო კოოპერატივები და ინსტიტუციები სოფლის განვითარების საქმეში" ჩეხეთის მთავრობის დაფინანასებით ხორციელდება და მისი სამიზნე ჯგუფი აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალია.

"პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გადამზადებას , ისინი ადგილზე შეისწავლიან კოოპერატივების მუშაობას. მოხდება გამოცდილების გაცვლა, როგორ ხდება ჩეხეთის და წერეთლის უნივერსიტეტეში აგრარულ ფაკუტეტზე სწავლება,"- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა, დავით გეგეჭკორმა.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, ლექციებს ჩეხეთის და წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორები უხელმძღვანელებენ.

"საზაფხულო სკოლა 2016" პრაღის სიცოცხლის შემსწავლელი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტების მიერ ხორციელდება.

პროქტი 3 კვირა გაგრძელდება და მასში 25 სტუდენტი მიიღებს მონაწილებას, აქედან 4 მათგანი ჩეხეთის მოქალაქეა.
Print