ახალი ამბები
სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო
FaceBook
ქუთაისში სოციალური საცხოვრებლის მოსაწყობად მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ შპს "სანომ" მიიღო.

შპს ,,სანო"-მ 2000კვ.მ-ზე მეტ ფართს ფლობს ნიკეას ქუჩაზე. ისოციალური საცხოვრისიც ნიკეას ქუჩაზე მოეწყობა. 

შ.პ.ს ,,სანო"-მ გაიარა პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე მოხდება მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების დეტალური შეფასება.
სოციალური საცხოვრისის შენობა მერიას 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა ჩაბარდეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, კომისია მხოლოდ ამ კომპანიის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს გაეცნობა და გამარჯვებულსაც გამოავლენს.

საკითს თუ ვინ ისარგებლებს ამ სოციალური საცხოვრისით, ვის გადაეცემა 50-მდე ბინა, როგორც მერიაში, აცხადებენ სხვა კომისია გაარკვევს. იგი საზოგადოების სხვადასხვა სპექტრიდან იქნება დაკომპლექტებული .

სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად მილიონი ლარია გამოყოფილი.


Print