ახალი ამბები
1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაცია უფასო გახდება
FaceBook
მოსახლეობა უფასო მომსახურეობით ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებს.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან მიწის რეგისტრაცია უფასო გახდება.

ახალი რეფორმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმერეთის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების გამგებლელბს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

"ეს არის უპორეცედენტო რეფორმა მიწის რეგისტრაციის სფეროში. დღესდღეობით გლეხი, ფერმერი თუ ქალაქში მცხოვრები ადამიანი უამრავ პრობლემას აწყდება მიწის რეგისტრაციის დროს. ამ რეფორმით ბარიერები მოიხსნება და ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს შეუძლია სამართლებრივად დაიკანონოს, რაშიც მას სახელმწიფო და საჯარო რეესტრი დაეხმარება," - განაცხადა აიუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა

იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში მოსახლეობა უფასო მომსახურეობით ერთი წლის მანძილზე ისარგებლებს.

დოკუმენტაციის მოძიება და სისტემაატიზაცია, ნოტსრიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, საკადასტრო აზომვები, ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია - ეს იმ სერვისების ჩამონათვალია რომლითაც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით მოსახლება უფასოდ ისარგებლებს.


იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვი ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%- ია რეგისტრირებული.

 

 

Print