ახალი ამბები
ქუთაისში ღვაწლმოსილი ექიმები სიგელებით დააჯილდოვეს
FaceBook
ქუთაისში მედიკოსთა დღე აღნიშნეს

მედიკოსთა დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ექიმებთან შეხვედრა მოეწყო.

ღონისძიება ქუთაისის მერიის ინიციატივით ჩატარდა.

"მედიკოსთა დღე ქუთაისში ათწლეულების მანძილზე არ აღნიშნულა. საკრებულოს სხდომაზე გავა საკითხი, რომ ,,მედიკოსთა დღე" ქუთაისში ყოველწლიურად ივლისის თვეში აღინიშნოს," - ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიკოსებთან შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მედიკოსებთან შეხვედრა წელს საბიუჯეტო ღონისძიებებში იყო გათვალისწინებული, რის ფონზეც ღვაწლმოსილი ექიმები სიგელებით დააჯილდოვეს და სახსოვრად "ვეფხისტყაოსანი" გადასცეს.


Print