ახალი ამბები
ქუთაისში ასათიანის ქუჩა მეორედ გაიჭრა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზა მეორედ გაიჭრა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ თავდაპირველად წყლის ცენტრალური მილი გაიყვანეს, ახლა კი ინდივიდუალური დაერთება მიმდინარეობს.

სამუშაოებმა ქუჩაზე გზის შევიწროება გამოიწვია და ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა.



პრობლემის მოგვარებას კი წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ძალებით ცდილობენ.

ასათიანზე, ქუჩის ორივე მხარეს, გზის საფარი რამდენიმე კვირის წინ გაასწორეს.


Print