ახალი ამბები
ვანი–სულორის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა (ფოტო)
FaceBook
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ვანი-სულორის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რამდენიმე დღის წინ გადაუღებელი წვიმის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი და ქალაქი ვანი დაიტბორა.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა სოფლებს სულორს, ფერეთას, ძულუხს, უხუთს, საპრასიას, ამაღლებასა და ჯიხაშხოს.

სოფელ სულორში სიტუაციის ადგილზე გასაცნობად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც იმყოფებოდა.

Print