ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი – ვნახოთ რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანში სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფელ სულორი მოინახულა.

კვირკაშვილის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს დროში დაიწყება.

"მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია. გზები არის წაღებული, ხიდები დანგრეულია. დახოცილია პირუტყვი. მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ და ვნახოთ რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ სულორში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის წევრები იმყოფებიან.

გადაუღებელი წვიმის შედეგად სოფელ სულორში მისასვლელი გზა არ არსებობს.

ჩამოწოლიმა მეწყერმა საბავშო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდიც დაანგრია.

სოფელ სულორში მოშლილია საგზაო ინფრასტუქტურა, საასფალტე გზები.
Print