ახალი ამბები
სამტრედიაში მთის ჩამოშლის შედეგად 50-მდე ოჯახი დაზარალდა
FaceBook
სამტრედიაში, გომის თემში, ძლიერი წვიმის შედეგად, მთის ქანი ჩამოიშალა.

ჩამოშლილი მასა ადგილობრივი მოსახლეების ეზოებში შევიდა.

სამტრედიის გამგებლის მოადგილის, როსტომ თავაძის თქმით, შემთხვევის შედეგად ორი უბნის 50-მდე ოჯახია დაზარალებული.

"მიმდინარეობს ჩამოშლილი მასისგან გზების გაწმენდა, მაგრამ ძალიან რთული ვითარება იყო და ჯერ კიდევ არის დარჩენილი სამუშაოები,"- ამბობს როსტომ თავაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები სამტრედიის ცენტრშიც შექმნა. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ საჯავახოს გზაც დაზიანდა.

სტიქიამ პრობლემები იმერეთის რამდენიმე რაიონში შექმნა.

დაზარალებულ ზონებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოინახულებს.

Print