ახალი ამბები
ქვეყანა წარუმატებელია თუკი მმართველობაში ქალები არ არიან ჩართულნი - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 ქალია.
საკრებულოში არჩეულ 2083 წევრიდან ხოლოდ 246 ქალია, ხოლო  59 მუნიციპალიტეტიდან ქალი გამგებელი მხოლოდ ერთს ჰყავს.
აღნიშნული ინფორმაცია ქუთაისში გენდერის მედიაცენტრში შეხვედრაზე გაჟღერდა.
შეხვედრა ორგანიზაცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თნასწორობისთვის" ორგანიზებით გამართა ცესკოს პროექტის" ერთად გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში .
"მნიშვნელოვანია რომ ქალები პოლიტიკურად გააქტირუდნენ და ჩაერთონ საარჩევნო პროცესში. საჭიროა მეტი ქალი მოვიყვანოთ პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე", - აღნიშნა ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის კოორდინატორმა ინგა ალავიძემ.
შეხვედრაზე საერთასორისო კვლევებზე ისაუბრეს რომლის მიხედვით დასტურდება, რომ ქვეყანა ვერ მიაღწევს წარმატებას ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას თუ ქვეყნის მმართველობაში ქალები არ არიან ჩართულნი.
აღნიშნული პროექტის ერთ -ერთ მიმართულებას კვოტირების საკითხი წამოადგენს." საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს რომ წარმომაგენლობით ორგანოში გენდერული თანასწორობის მიღწევის ერთ- ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური მექანიზმი არის სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება, "- აღნიშნა ინგა ალავიძემ.
გენდერის მედიაცენტრები საქართველოს 8 რეგიონშია, სადაც სისტემატურად იმართება შეხვედრები.
ეკა კუხალაშვილი

Print