ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიღება შეზღუდულია
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდლების მიღება შეზღუდული იქნება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გერთიანების ადმინისტრაციის უფროსმა, თამთა ფოფხაძემ განმარტა. მისი თქმით, გაერთიანების წესდებით მიხედვით აკრძალული აქვთ ერთ ჯგუფში 40-ზე მეტი ბავშვის მიღება.

"შევეცდებით აღსაზრდელები არ დავტოვოთ ბაღის გარეშე, ამიტომ როდესაც ადგილი არ გვაქვს კონკრეტულ ფილიალში, ვთავაზობთ სხვა ნაკლებად დატვირთულ ფილიალებს", - განმარტავს ფოფხაძე.

ამ დროისთვის რამდენი ადგილია ქუთაისის საბავშვო ბაღების 37 ფილიალში უცნობია. როგორც ააიპ გაერთიანებაში განმარტავენ, ამ მონაცემების დაზუსტება ახლა მიმდინარეობს.

გაერთიანების გადაწყვეტილებით ახალი სასწავლო წლისთვის დოკუმენტაციის მიღება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღის ფილიალია.



Print