ახალი ამბები
აწსუ–ს საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტი 72–მა სტუდენტმა დაამთავრა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო–ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გამოსაშვები საღამო გაიმართა.

მასში მონაწილეობა მიმდინარე სასწავლო წლის 72–მა კურსადამთავრებულმა მიიღო, რომლებსაც ბაკალავრის კვალიფიკაცია მიენიჭათ. მათ შესაბამისი დიპლომები შემოდგომაზე გადაეცემათ.

"სტუდენტებმა აღნიშნეს უნივერსიტეტში ბოლო გამოცდის ჩაბარება. მათთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესია. აუცილებელია კურსდამთავრებულებმა აქ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ," – განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, მაია გრძელიძემ.


წერეთლის უნივერსიტეტის საინჟინრო–ტექნოლოგიურ ფაკულტეტს სამი მიმართულება აქვს გარემოსდაცვითი და ქიმიური ტექნოლოგიების, დიზაინისა და საკვების პროდუქტების ტექნოლოგიების დეპარტამენტებს.






Print