ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ შენობაზე, სადაც მაღაზია "რონიკოა" განთავსებული აუქციონი გააუქმა
FaceBook
ქუთაისის მერიაში აუქციონის შეწყვეტის შესახებ განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.


ქუთაისის მერიამ, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე შენობის იმ ნაწილზე გამოცხადებული აუქციონი, სადაც სათვალეების მაღაზია "რონიკოა" განთავსებული, გააუქმა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ წინადადებების მიღება, აუქციონის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყვიტა.

ელექტრონულ ვებ-გვერდზე eauction.ge 35 000 ლარად შეფასებული ფართის პროვატიზაციის შეწყვეტის მიზეზად, განმკარგავი ორგანიზაციის, ქუთაისის მერიის, ოფიციალური მოთხოვნაა მითითებული.

როდის და რა მიზეზით მოითხოვა მერიამ მიმდინარე წლის 24 ივნისს გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტა, ამ საკითხებზე დამატებით ინფორმაციას "ქუთაისპოსტი" ადგილობრივი თვითმმართველობისგან დილიდან ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ განყოფილების უფროსის არ ყოფნის გამო, აღნიშნულ თემაზე შესაბამისი რესპონდენტის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

როგორც ირკვევა, აუქციონის შეწყვეტის შესახებ ინფორმირებული არ იყო კომპანია "რონიკო". მას შენობის სწორედ ის ნაწილი (21 კვ.მ) აქვს იჯარით აღებული, რომელიც საპრივატიზაციოდ იყო გატანილი.

"თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია პირველად. ჩვენც ვაპირებდით, რომ მიგვეღო მონაწილეობა. ვერ გეტყვით რა მიზეზით შეწყდა", - ამბობს "რონიკოს" მენეჯერი როლანდ ჯავახია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ქუთაისის მერიამ, წმინდა ნინოს #1-3--5-სა და პუშკინის ქუჩის #3-ში მდებარე ობიექტის 21.7 კვ.მ-ზე (მიწის ნაკვეთთან ერთად , 2345 კვ.მ ) წინადადების მიღება მიმდინარე წლის 24 ივნისს გამოაცხადა. აუქციონი კი 2016 წლის 11 ივლისს უნდა დასრულებულიყო.

აუქციონის გამოცხადებიდან ამ დრომდე, ლოტს არც ერთი პრეტენდენტი არ გამოუჩნდა.





Print