ახალი ამბები
სამტრედიის ბაღებში საკვებში აღმოჩენილ ჩხირებთან დაკავშირებით მომმარაგებლ კომპანიაში პასუხისმგებლობას იცილებენ
FaceBook
სამტრედიის საბავშვო ბაღებში საკვებში აღმოჩენილ სალმონელას ჩხირთან დაკავშირებით  პროდუქტის მომმარაგებელი კომპანიის წარმომადგენლები განმარტებას აკეთებენ.
სამტრედიის საბავშვო ბაღებში, პროდუქტის მომმარაგებელი კომპანიის  შპს "ნინიკო"-ს ხელმძღვანელი ნუგზარ მარკოძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ ბაღებში ვარგისიანი და უვნებელი პროდუქტი დაარიგეს.
"საქონელს ვღებულობთ სასაკლაოდან და შემდეგ დამატებით, პროდუქტს ვამოწმებინებთ ექიმს. შესაბამისად, მომხმარებლამდე უვნებელი პროდუქტი მიგვავქს. ამის შემდეგ როგორ ხდება ამ პროდუქტის ადგილზე, ბაღებში შენახვა მაცივრებში და რამდენად დაცულია სანიტარული წესები, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობაა,"- ამბობს შპს "ნინიკოს" ხელმძღვანელი ნუგზარ მარკოძე.
შპს "ნინიკო" სამტრედიის საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ხუთი წელია ამარაგებს.
სამტრედიის #9 საბავშვო ბაღში შეტანილ საკვებში ჩხირი სალმონელა გუშინ აღმოაჩინეს. რის გამოც, მუნიციპალიტეტში არსებული 22-ვე საბავშვო ბაღი დაიხურა.
ანა ჯანაშია

Print