ახალი ამბები
სტიქია ვანში - დანგრეულია ხიდები
FaceBook
გადაუღებელი წვიმის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი და ქალაქი ვანი დაიტბორა.

გამგეობაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არ იციან მიყენებული ზარალის ოდენობა, რადგან სტიქია გვიანობამდე გაგრძელდა.

"რამდენიმე დღე წვიმდა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ზარალი 2016 წლის 7 ივლისს მოსულმა თავსხმა წვიმამ მოგვაყენა, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. ამიტომ ზარალის დათვლა, ჯერჯერობით ვერ შევძელით," – ამბობს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ხურციძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მისივე თქმით, ზარალი განსაკუთრებით მთიან ზონებში არსებულ სოფლებს შეეხო.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა სოფლებს სულორს, ფერეთას, ძულუხს, უხუთს, საპრასიას, ამაღლებასა და ჯიხაშხოს.

გამგებლის ინფორმაციით, მოშლილია საგზაო ინფრასტუქტურა, საასფალტე გზები, დანგრეულია ხიდები.

ამ დროისთვის სოფელ სულორში მისასვლელი გზა არ არსებობს და მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.


Print