ახალი ამბები
ქუთაისის მერია საცხოვრებელ სახლებში კანალიზაციის სისტემებს შეაკეთებს
FaceBook
დაზიანებული წყალ-კანალიზაციის სისტემების შეკეთებისთვის 128 392 ლარი გამოიყო.

ამ მიზნით ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი (SPA160019598) მიმდინარე წლის 7 ივლისს გამოაცხადა.

მასზე დაინტერესებული პირების წინადადებების მიღება 2016 წლის 27 ივლისს დაიწყება და 1 აგვისტოს დასრულდება.

ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში დაზიანებულ წყალ-კანალიზაციის სიტემებს სულ 56 ობიექტზე შეაკეთებს.

ავტომშენებლის ქუჩა #6; თაბუკაშვილის ქუჩა #191, #18; #207; #209; #177; ილია ჭავჭავაძის გამზირი #1 ბ; გუგუნავას #15/1; ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა #14; ილია ჭავჭავაძის გამზირი #7 ბ, #18, #2; ირაკლი აბაშიძის ქუჩა #7; კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა #12; ლ. ასათაიანი ქუჩა #119/3 ბინა; მაისურაძის ქუჩა #3; #9; მახვილაძის ქუჩა #19; ნიკეას ქუჩა პირველი შესახვევი #12; ნიკეას ქუჩა #4; სულხან-საბა #31; #39; #99; ხარებავას ქუჩა #41 და ჯავახიშვილის ქუჩა პირველი შესახვევი #17 - ეს იმ ქუჩების არასრული ჩამონათვალია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა წყალ-კანალიზაციის ქსელს შეაკეთებს.



Print