ახალი ამბები
იმერეთის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2016" დასრულდა. დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის მესხიშვილის თეატრში გაიმართა.

ფესტივალში, რომელშიც თორმეტივე მუნიციპალიტეტის სახალხო და სახელმწიფო თეატრები მონაწილეობდნენ, პრიზები თორმეტ ნომინციაში გაიცა.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მსახიობი სოფიო ჩირაძე დაჯილდოვდა, ხონის სახალხო თეატრის სპექტაკლში "ნატაძრალი" განსახიერებული როლისთვის.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვისზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის  მსახიობი გიორგი გლოველი დაჯილდოვდა.

ნომინაციაში "საუკეთესო სცენოგრაფიისთვის" პრიზი ტყიბულის თეატრს მიენიჭა. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, ჟიურის გადაწყვეტილებით, ვანის თეატრს აღმოაჩნდა.

ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა" გიორგი სიხარულიძე დაჯილდოვდა ვანის სახალხო თეატრის სპექტკლისთვის "მაგრამ უფლება არ მომიცია", ხოლო "საუკეთესო სპექტალის" ნომინაციაში ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი "გეტო" მიიჩნიეს, მამუკა ცერცვაძის რეჟისორობით.

თეატრალური ფესტივალი იმერეთში  უკვე მეშვიდე წელია იმართება.

Print