ახალი ამბები
საზაფხულო ბაღების პედაგოგები ქუთაისის მერმა 50% -იანი დანამატით წაახალისა
FaceBook
ქუთაისის მერმა საზაფხულო ბაღები დაათვალიერა.

შოთა მურღულიამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და დამატებითი სამუშაოსთვის ისინი 50% -იანი დანამატით წაახალისა.

მიმდინარე წლის 27- ივნისიდან 29 - ივლისის ჩათვლით ქუთაისში ორი მორიგე ბაღი ფუნქციონირებს.

საზაფხულო ჯგუფები ბაგა - ბაღების გაერთიანების N16 (მის. ევდოშვილის N83) და N25 (მის. ხორავას N8 ) ფილიალებში გაიხსნა.

ორივე მათგანში 400 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ააიპ ქუთაისის ბაგა - ბაღების გაერთიანების ფილიალებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 24 ივნისს შეწყდა.

 

 

Print