ახალი ამბები
ქუთაისში #31 სამარშრუტო ხაზზე ახალი კომპანია იმუშავებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ #31 მიკროსაავტობუსო ხაზზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა.

ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, ახალი ნებართვა კომპანია "ტრანსპორტერმა" მოიპოვა.

მათივე ცნობით, კონკურსში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა: "სამგზავრო 2017", ინდ. მეწარმე ჩიქოვანი და შპს "ტრანსპორტერი". ამ უკანასკნელმა
ქულების რაოდენობით გაიმარჯვა.

კომპანიამ ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, თვეში 1080 ლარი უნდა გადაიხადოს.

შპს "ტრანსპორტერს" ქუთაისში აქამდე არც ერთ ხაზზე ნებართვა არ ჰქონდა.

დღის განმავლობაში, საფიჩხიის მოედნიდან ქალაქის ცენტრის გავლით, ბუხაიძის, ჯავახიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მიმართულებით კომპანიის კუთვნილი ორი მიკროავტობუსი იმოძრავებს.

#31 მიკროსაავტობუსო ხაზზე კონკურსი ნებართვის ვადის გასვლის გამო გამოცხადდა.

Print