ახალი ამბები
იმერეთის გუბერნიაში იპოთეკით დაზარალებულთა მოთხოვნებს უპასუხეს
FaceBook
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა წერილობითი განცხადება მიმდინარე წლის 7 ივლისს მიიღეს.

იმერეთის გუბერნიაში მათ მოთხოვნებს უპასუხეს.

"ჩვენ შევისწავლით იპოთეკით დაზარალებულთა მდგომარეობას და მიღებულ ინფორმაციას მივაწვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას,"–აცხადებენ იმერეთის გუბერნიაში.

ქუთაისში იპოთეკური სესხებით დაზარალებულებმა მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართეს.

მათ "ქართულ ოცნებას " ოთხი წლის წინ გაცემული დაპირება, დაბალპროცენტიანი სესხების შემოღების თაობაზე შეახსენეს.

პრობლემის მოგვარების მიზნით, იპოთეკით დაზარალებულებმა იმერეთის გუბერნიას მთავრობასთან შუამავლობისკენ მოუწოდეს.
Print